ნატო რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ქმედებებისთვის დაფინანსების გაზრდას გეგმავს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრები, 17-18 თებერვალს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგზე სამხედრო ქმედებების დაფინანსების გაზრდის საკითხს განიხილავენ.
ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ვგეგმავ შევთავაზო შეკავებისა და თავდაცვის ჩვენი ძირითადი საქმიანობის დაფინანსების გაზრდა. რაც მოგვცემს შესაძლებლობას აღმოსავლეთის ფლანგზე ჩვენი მოკავშირეების ძალების მხარდაჭერას, საჰაერო პოლიციის, საზღვაო, ასევე სწავლებების გამართვის შესაძლებლობას”,- თქვა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ხარჯის ზრდა იქნება ნატოს წესდების მეხუთე მუხლის ერთგულების დემონსტრირება, ასევე “ერთმანეთის დაცვის პირობის დაცვა”.
“ასევე გავაძლიერებთ სწავლებებსა და პარტნიორების პოტენციალის ზრდას, რადგან პროფილაქტიკა, ჩარევაზე უკეთესი რამეა. ასევე უნდა გამოვიყენოთ გლობალური მიდგომა გლობალური პრობლემების გადაჭრისთვის. რუსეთი და ჩინეთი საერთაშორისო წესრიგის შეწინააღმდეგების ავანგარდში არიან. ამიტომ ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა თანამოაზრე-პარტნიორებთან, ჩვენი ინტერესებისა და ფასეულობების დასაცავად”, – თქვა მან.
ცნობილია, რომ ნატომ ათასი სამხედროსგან შემდგარი საბრძოლო ჯგუფები შექმნა ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში.