იაგო ხვიჩია: მიშასთან შესახვედრად კიევში ჩასვლა მეზარება, “ზუმი” არსებობს
“არა, მეზარება. მიშასთან შესახვედრად კიევში ჩასვლა რა საჭიროა, “ზუმი” არსებობს”, – ასე პასუხობს “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია ჟურნალისტის კითხვას – “მიხეილ სააკაშვილმა რომ შემოგთავაზოს შეხვედრა, ჩახვალ თუ არა კიევში?”.
“არა, მეზარება. მიშასთან შესახვედრად კიევში ჩასვლა რა საჭიროა, “ზუმი” არსებობს. ლაპარაკი თუ უნდა ვინმეს, რამდენი ხანია, ვიხვეწებით, შეგვხვდიო და არ გვხვდებიან, ისევე როგორც ეთერში არ მოდიან ჩემთან, ხომ ხვდებით?!
ეს ხალხი რომ მართალი იყოს, მე მზად ვარ, ამათთან საქმე გავარჩიო ნებისმიერ ფორმატში: თქვენთან ეთერებში, უბანში. ნიკა მელია ხომ დადის გლდანში, ბირჟაზე დავდივარ კაი ბიჭებთანო და რაღაცები, მაგათთან, მნიშვნელობა არ აქვს. ყველგან მართალი ვიქნები, სადაც ნიკა მელიას ჩემზე ფიზიკურად მორევის საშუალება არ ექნება, ვიღაცა არის ისეთი, ვინც ჩემკენ არ გამოუშვებს. დანარჩენი, სალაპარაკოდ მე 100%-ით მართალი ვარ, მე ნებისმიერ ადგილას გავამტყუნებ”, – აცხადებს იაგო ხვიჩია “დღის კურიერში”.