გენერლები რუსეთის “როსგვარდიას” მასობრივად ტოვებენ

რუსეთის “როსგვარდიის”რიგები უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ათობით გენერალმა დატოვა.

ამის შესახებ რუსული “კომერსანტი” უწყებაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადება უკვე 10-მა გენერალმა, ძირითადად, უწყების საკვანძო დეპარტამენტების ხელმძღვანელმა დაწერა, მათი ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია.

აღსანიშნავია, რომ თანამდებობებს უწყების ყოფილი ხელმძღვანლის, სერგეი მილეიკოს გუნდის წევრები ტოვებენ, რომელიც 2019 წელის ოქტომბერში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

მილეიკოსთან ერთად, მაშინ პოსტი დაატოვებინეს მშენებლობის დეპარტამენტის დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი დუგინოვსა და გენერალ-ლეიტენანტს ვიქტორ მაციუკს, რომელიც კადრების მთავარ სამმართველოს ხელმძღვანლობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები