პაატა დავითაია: ნიკა მელიას საქმე უკვე პოლიტიკური საკითხია

“საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურია.

დავითაიამ ხელისუფლებას მოუწოდა, მელიას დეპუტატის იმუნიტეტი არ მოუხსნას.

“ნიკა მელიას საქმე უკვე პოლიტიკური საკითხია. აქ მართლმსაჯულებაზე არ არის საუბარი. ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც კონსტიტუციის დარღვევით დეპუტატებს განცხადებები არ დაუკმაყოფილა. ახლა კი მათ მოვუწოდებ, რომ მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ მოუხსნან იმუნიტეტი ნიკა მელიას”, – აღნიშნავს დავითაია.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის. “გითხარით – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით რომ გადავიხდიდი. რაც ვთქვი, შევასრულე – გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით”, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები