21 მარტს დედამიწას საშიში ასტეროიდი უახლოვდება – რა კვალიფიკაცია მიანიჭა NASA-მ ​კოსმოსურ ობიექტს

მოსალოდნელია, რომ 21 მარტს დედამიწას მოუახლოვდება ასტეროიდი, რომლის სახელიცაა 231937 (2001 FO32). NASA-ს კვალიფიკაციით ასტეროიდი „პოტენციურად საშიშად“ სახელდება. მათივე ცნობით ეს ყველაზე დიდი და ყველაზე სწრაფი ასტეროიდია, რომელიც დედამიწას მოუახლოვდება. მიუხედავად ამისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს. 21 მარტს ასტეროიდი დედამიწას მაქსიმალური მანძილით მიუახლოვდება, რომელიც 2 მილიონ კილომეტრს შეადგენს. აქედან გამომდინარე, ის ჩვენს პლანეტას საფრთხეს არ შეუქმნის.

NASA-ს პლანეტის უსაფრთხოების კოორდინაციის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ჩვენს პლანეტასა და მთვარეს შორის ასტეროიდები თვეში რამდენჯერმე გადიან, ხოლო მათი ფრაგმენტები დედამიწის ატმოსფეროში ხვდებიან და თითქმის ყოველდღიურად იქვე იწვებიან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები