“20 თებერვალს ვაპირებ რუსეთ-საქართველოს 1921 წლის 100 წლისთავის გამო სიმბოლური მარშით გავიარო თბილისის თავდაცვის მთელი ხაზი, ვისაც სურვილი გექნებათ შემომიერთდით” – დიმიტრი სილაქაძე

“20 თებერვალს ვაპირებ რუსეთ-საქართველოს 1921 წლის 100 წლისთავის გამო სიმბოლური მარშით გავიარო თბილისის თავდაცვის მთელი ხაზი”,- ამის შესახებ დიმიტრი სილაქაძე სოციალურ ქსელში წერს.

სილაქაძე, მსურველებს მარშში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.

“შემდეგ კვირაში, კერძოდ კი 20 თებერვალს ვაპირებ რუსეთ-საქართველოს 1921 წლის 100 წლისთავის გამო სიმბოლური მარშით გავიარო თბილისის თავდაცვის მთელი ხაზი. მარშს დავიწყებ კოჯორში, სიმაღლე 1496-ით იგივე სანიშნო მთით და დავასრულებ ლილოში. ვისაც სურვილი და რაც მთავარია მთაგორიან რელიეფზე 10-12 საათში 40-45 კილომეტრის გავლის ,,სიჯიუტე” გექნებათ შემომიერთდით. გზაში დიდ ლექციებს არ ჩავატარებ, მაგრამ შიგადაშიგ მნიშვნელოვან მონაკვეთებზე ზოგიერთ ამბავზე ვისაუბრებ კიდეც. ამინდს არ აქვს მნიშვნელობა. მეტ დეტალს – საათს და ადგილს საიდანაც მარში დაიწყება წინა დღეებში დავწერ”,- წერს სილაქაძე.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები