რაზე იმსჯელა სინოდმა – “ტექსტი დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება”

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის განჩინების ტექსტი საკმაოდ ვრცელია და ის დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება.

„სინოდი იყო საოცრად მშვიდი. ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილებები და 2 საათის განმავლობაში შეთანხმდა ძალიან ბევრი საკითხი. რადგანაც საკითხი იყო საკმაოდ ბევრი, ამიტომ, ტექსტი არის ვრცელი და საჭიროებს უფრო მეტ სამუშაოს, ვიდრე ერთი და 2 საკითხი მოითხოვდა. ამიტომ, ეს პროცესი მიმდინარეობს და დაზუსტდება ტექსტი და დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გუშინ გაიმართა. სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – ილია მეორე თავმჯდომარეობდა. სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა. წმინდა სინოდი ტრადიციულად წელიწადში ორჯერ იკრიბება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები