ბრიტანეთში საცალო ვაჭრობის სექტორი 22 მილიარდი ევროთი დაზარალდა, 27 მლნ-ზე მეტ მოქალაქეს ფინანსური პრობლემები აქვს

უცხოური მედია წერს, რომ 2020 წელს, კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, განსაკუთრებით დაზარალდნენ მცირე მეწარმეები, რომლებიც ახლა მთავრობას სთხოვენ დახმარებას. მათივე ინფორმაციით, 2020 წელს საცალო ვაჭრობის სექტორი 22 მილიარდი ევროთი დაზარალდა და მათი მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა ვერც ონლაინ გაყიდვებმა.

აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ლონდონი არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქია, რადგან, არაძირითადი მოხმარების მაღაზიებთან ერთად, შემოსავლები დაკარგეს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმაც, რამაც საერთო ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში, დიდი ბრიტანეთში მოზრდილი მოსახლეობის მესამედი მოწყვლადია ფინანსური თუ სხვა პრობლემების მიმართ. ამასთან, ქვეყნის ფინანსური ორგანოს ინფორმაციით, 27 მილიონზე მეტს აწუხებს ფინანსური პრობლემები. თუ ზოგად სურათს შეხედავთ, მოზრდილების ზოგადი ყოფა 15%-ით გაუარესდა, რადგან პანდემიის პირობებში ბევრი მათგანი გახდა იძულებული, შეეკვეცა ხარჯები ან აეღო საბანკო ფინანსური ვალდებულებები. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს არ გააჩნია ფინანსური დანაზოგი და მათი შემოსავალი საგრძნობლად დაბალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები