იაპონიაში მარტოობაზე მინისტრი იზრუნებს

იაპონიის პრემიერმინისტრმა, იოშიჰიდე სუგამ გასცა განკარგულება, რომ შეიქმნას თანამდებობა იმ პირებისთვის, რომლებიც ქვეყანაში იზოლაციასა და მარტოობაში იმყოფებიან.

ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო ქალებში თვითმკვლელობის რიცხვმა იმატა.

თანამდებობას რეგიონების სიცოცხლისუნარიანობის აღდგენის საკითხთა მინისტრი, ტეცუსი საკამოტო დაიკავებს. მას ევალება ბავშვებში სიღარიბის მონიტორინგი და ხანდაზმულებისთვის დახმარების გაწევა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამედროვე სამყაროში ადამიანებს შორის კავშირები სულ უფრო ნაკლებია, პანდემიამ კი მათი კონტაქტები კიდევ უფრო შეამცირა და პრობლემა უფრო ცხადი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მარტოობის საკითხთა მინისტრის თანამდებობა ბრიტანეთშიც არსებობს, რომელიც 2017 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ტერეზა მეიმ დააფუძნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები