ჰუბერტ ქნირში: მოხარული ვარ, რომ დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე – იმედი მაქვს, პარლამენტი მიიღებს შესაბამის ცვლილებებს
მოხარული ვარ, რომ დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე, იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს კომისიის დასკვნებს და მიიღებს შესაბამის ცვლილებებს, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
,,არჩევნების შეფასებაზე უკვე მოვისმინეთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადება, მათ შორის ეუთოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ასევე ბოლო შეფასება ევროკომისიისა. ეს არჩევნები იყო ეფექტური და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო სიტუაციები რომელიც გამოსწორებას საჭიროებს. მოხარული ვარ, რომ დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე. იმედი მაქვს პარლამენტი გაითვალისწინებს კომისიის დასკვნებს და მიიღებს შესაბამის ცვლილებებს“, – აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.