დავიდ სანაკოევი: სირცხვილი და სიგიჟეა ის, რაც სამხრეთ ოსეთში ამჟამინდელი ხელისუფლების გამო ხდება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ოპოზიციური პარტიის, “ნიხასის” წევრი – დავიდ სანაკოევი დე ფაქტო პარლამენტის ე.წ.ვიცესპიკერის, პეტრე გასიევის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ე.წ. პარლამენტის მორიგი სხდომის ჩავარდნას ე.წ. ოპოზიციის მხრიდან “სიგიჟე” უწოდა.

როგორც სანაკოევმა სოციალურ ქსელში დაწერა, “სიგიჟეა ის, რასაც გასიევი და მისი ხელმძღვანლები აკეთებენ. სიგიჟეა ადამიანის წამება და მოკვლა და შემდგომ გამოძიებისთვის ხელის შეშლა”.

მისივე თქმით, ამ “სიგიჟეს ბოლო მოეღება და პასუხისმგებლობის აღებაც მოუწევთ”

“ყველა ადეკვატური ადამიანის გადმოსახედიდან, სიგიჟეა ის, რასაც პეტრე ლეონიდოვიჩ და მისი უფროსები აკეთებენ. სიგიჟეა  ადამიანის წამება და მოკვლა, ამის შემდეგ კი – გამოძიებისთვის ხელის შეშლა. სიგიჟეა – ადამიანის მოკვლა გამოძიების პროცესში, რომელიც პრეზიდენტის კონტროლზეა აყვანილი. სიგიჟეა – მგლოვიარე ქალებისთვის ტენტის წართმევა. სიგიჟეა – სახელმწიფოს განადგურება პირადი კაპრიზის გამო. სწორედ ეს არის კლასიკური სიგიჟე და სირცხვილი, რომელშიც სამხრეთ ოსეთი ამჟამინდელი ხელისუფლების გამო აღმოჩნდა.

მაგრამ, ამ სიგიჟეს ბოლო მოეღება და მის გამო პასუხისმგებლობის აღება მოუწევს უკლებლივ ყველას. პეტრე ლეონიდოვიჩს კი მოვუწოდებ, საჯარო გამოსვლებში კორექტული იყოს”, – წერს სანაკოევი.

პეტრე გასიევმა ე.წ. ოპოზიცის დღევანდელ ქმედებას “სიგიჟე” იმიტომ უწოდა, რომ ე.წ.საკანონმდებლო მუშაობას ბოიკოტი უკვე მეცხრედ გამოუცხადეს.

​ბიბილოვის ოპოზიცია ითხოვს ე.წ.გენერალური პროკურორის ე.წ.თანამდებობიდან გათავისუფლებას მას შემდეგ, რაც აგვისტოში ე.წ.კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში ცხინვალის მკვიდრი – ინალ ჯაბიევი გარდაიცვალა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები