ქობულეთში 14 წლის არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო დაკავებულის დედა და ადვოკატი აცხადებენ, რომ გარდაცვლილ გოგონაზე ოჯახში ძალადობდნენ, რის გამოც გოგონამ თავი მოიკლა

23 წლის მამაკაცის ოჯახი, რომელიც 14 წლის არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო დააკავა პოლიციამ, აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი უდანაშაულოა. დაკავებული 23 წლის მამაკაცის დედა ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მისი შვილს არასრულწლოვანზე არ უძალადია, გარდაცვლილ გოგონაზე მისი ოჯახი ძალადობდა, რის გამოც გოგონამ თავი მოიკლა.

„ბაბუა სისტემატიურად ძალადობდა, თვრებოდა და ძალადობდა. ეს ყველაფერი გაუმხილა ჩემს შვილს, მეგობრობდნენ ჩემი ბიჭი და ეს გოგო. გაუმხილა და უთხრა, მიშველეო, გადამიყვანე მეგობართანო. არ ვიცი, ეს საქმე ჩაწყობილი იყო თუ რა იყო, არაფერი არ მომხდარა ძალადობა. ჩემს შვილს თითი არ აქვს ძალადობით დაკარებული“, – აცხადებს 23 წლის ახალგაზრდას დედა.

დაკავებულის ადვოკატი, ირაკლი შავაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ გოგონას ოჯახში ძალადობას ჰქონდა ადგილი და მედიას მოუწოდებს, დაინტერესდნენ, რატომ წავიდა გოგონას დედა სახლიდან.

„გასარკვევია, ეს ბავშვი სინამდვილეში ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს გაუპატიურებას ჰქონდა ადგილი, რაც არის სრული აბსურდი. დაინტერესდით და გაარკვიეთ, რატომ წავიდა ამ ბავშვის დედა სახლიდან? ჰქონდა თუ არა ადგილი ოჯახში ძალადობას? “ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო, მანამდეც და მის შემდეგაც. ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის, ახლობლებმა. ბევრ რამეზე არ მინდა ახლა საუბარი. ფაქტი ისაა, რომ ბავშვი იყო ოჯახში ზეწოლისა და ძალადობის მსხვერპლი“, – ამბობს ადვოკატი, ირაკლი შავაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები