“კორონავირუსის ახალი მუტაციები ახალ პანდემიას არ გამოიწვევს, თუმცა, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ”, – განაცხადა ჯანმო-ს ევროპის ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლუგემ El Pais-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ახალი შტამების გამოჩენა მწარე შეხსენებაა იმის, რომ ვირუსი არ გამქრალა, თუმცა, მისი თქმით, მუტაციები ვირუსების ბუნებრივ ევოლუციას წარმოადგენენ.
“ეს ახალი პანდემიის დასაწყისი არ არის, მაგრამ, რასაკვირველია, ყურადღებით უნდა ვიყოთ”, – აღნიშნა კლუგემ.
მისივე, ახალ მუტაციებს შეუძლიათ, განმეორებითი ინფიცირება გამოიწვიონ კოვიდ19 გადატანილ ადამიანებში. ამასთანავე, მისი შეფასებით, ზოგიერთი შტამი გაცილებით სწრაფად ვრცელდება და მათ ჯანდაცვის სისტემებზე დიდი დატვირთვის გამოწვევა შეუძლიათ.
“და ბოლოს, მათ შეუძლიათ, ვაქცინების ეფექტურობაზე მოახდინონ გავლენა. ჩვენთვის ძალიან ნაცნობ, ჩვეულებრივ გრიპსაც უჩნდება ახალი მუტაციები, რომლებსაც ცალკე ვაქცინები სჭირდება”, – განმარტა მან.