მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
“ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების ერთ-ერთი მოთხოვნა ვაქცინაციის დროული დაწყებაა.
“გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები – მოიხსნას ე.წ. კომენდანტის საათი, ბიზნესს მიეცეს სრულფასოვანი ფუნქციონირების საშუალება და ყველაზე მთავარი – ქვეყანაში დაიწყოს დროული ვაქცინაცია, რადგან კოვიდთან ერთად ცხოვრება შეუძლებელია”, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.