კახა კუჭავა: სააკაშვილისგან შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გვიკვირს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები გასაკვირი არაა. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ჩვენი ექსპრეზიდენტისგან არ გვიკვირს შეურაცხმყოფელი განცხადებები, ადრე თუ იყო საქართველოს მიმართულებით, ახლა გადავიდა უკრაინულ ლანძღვა-გინებაზე, თან ელჩის მიმართ, რომელიც წლებია, უკვე საქართველოში არის და საკმაოდ აქტიურია თანამშრომლობის კუთხით. ელჩის მხრიდან არ იყო მოწონებული ის მოწოდებები, რაც საქართველოს მიმართ განახორციელა უკრაინის მოქალაქემ და შესაბამისი რეაგირება გააკეთა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს ,,კორუმპირებულს,, უწოდებს და აღნიშნავს, რომ დოლგოვი „საბჭოთა ფუნქციონერია“.

საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა დღეს კომეტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხდებაზე, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.

„კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით მოწოდებები ნამდვილად არ დაგვეხმარება“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები