ბრიტანეთში გამოვლენილი, კორონავირუსის ორი ახალი შტამიდან ერთ-ერთი მეცნიერებს აშფოთებს

დიდ ბრიტანეთში SARS-CoV-2-ის ორი ახალი შტამიდან ერთ-ერთი მეცნიერების შეშფოთებას იწვევს.

ამის შესახებ ქვეყანაში მოქმედი ახალი რესპირატორული ვირუსების საფრთხეების საკითხთა საკონსულტაციო ჯგუფში განაცხადეს.

სპეციალისტების ინფორმაციით, ერთ-ერთი შტამი ბრისტოლში დაფიქსირდა და სწორედ ის არის შეშფოთების საგანი. მეორე მუტაცია ლივერპულშია გამოვლენილი, ამჟამად, მეცნიერები მას სწავლობენ.

სპეციალისტების განმარტებით, ორივე შემთხვევა იდენტურია სამხრეთაფრიკულ და ბრაზილიურ შტამებთან.

​ამჟამად, ქვეყანაში ამ ორივე შტამებით ინფიცირების 76 შემთხვევაა გამოვლენილი. თუმცა, ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ ვაქცინები ორივე შტამების წინააღმდეგ ეფექტური იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები