ზუგდიდში საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის 4 და სასწრაფო დახმარების 2 ბრიგადა იმყოფება.
“ორსართულიან კაპიტალურ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 4 ოჯახი ცხოვრობს. მეხანძრე-მაშველების დროული და ეფექტური რეაგირების შედეგად ხანძარი დროულად იქნა ლიკვიდირებული, მსხვერპლი არ არის”,- აცხადებს ,,რეგიონულ კვირასთან” ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამმართველოს უფროსი დიმიტრი ბარამია.
ოთხივე ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაეწვა, ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.