უჰანში მყოფმა, ჯანმო-ს ექსპერტებმა კვლევის შედეგებთან დაკავშირებით პირველი პრესკონფერენცია გამართეს

ჩინეთში, უჰანში მყოფმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა და ჩინელმა მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს, როგორ მოხვდა კორონავირუსი SARS-CoV-2 ზღვის პროდუქტების ბაზარში.

როგორც ჩინეთის საექსპერტო კომისიის ხელმძღვანელმა, ლიან ვანიანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ექსპერტები დარწმუნდნენ, რომ ბაზარში “ზედაპირებზე ვირუსის კვალი იყო. იქ მისი შეტანა შეეძლოთ როგორც ადამიანებს, ისე, ცხოველებს”.

მისივე თქმით, არ იძებნება არც იმის კვალი, რომ ვირუსი ქალაქის მოსახლეობაში 2019 წლის დეკემბრამდე ყოფილიყო გავრცელებული.

ამასთანავე, ჯანმო-ს ექსპერტებმა პანდემიის დაწყებიდან არსებული ვერსია დაადასტურეს, რომ თავდაპირველად კორონავირუსი ღამურების პოპულაციაში იყო გავრცელებული. თუმცა, მათი აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ უჰანში ვირუსი სწორედ ამ ცხოველებიდან მოხვდა. სავარაუდოდ, არსებობდა შუალედური მატარებელიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები