მიხეილ ყაველაშვილი: ჩემთვის წარმოუდგენელია, სად „ნაცი„ და სად გმირი – ნიკა მელიას მოუწევს გირაოს გადახდა
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, მელიას გირაოს გადახდაც და პასუხისგებაც მოუწევს.
“ჩემთვის წარმოუდგენელია, სად „ნაცი„ და სად გმირი. ეს ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ლიდერი გახდა დღეს, ნიკანორ მელიაზე მაქვს საუბარი, პირდაპირ ეთერში არღვევს კანონს და ამბობს, რომ ვერ დაიჭერენ. გირაოს გადახდაც მოუწევს და პასუხისგებაც. რაც უნდა იბაქიბუქოს, ესეც ხელოვნურად შექმნილი ტიპაჟია. ერთი და იგივე ნარატივი აქვს ამ კაცს. აქ ვხედავდით, არ მახსოვს მელიას გამოჩენა კონსტრუქციულ დიალოგში ან წყნარ საუბარში, არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.