ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს – ამოღებულია ნარკოტიკები

თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, დაკავებულის ავტომობილიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები და ფული.

დაკავებულის ოჯახის წევრებსა და სპეცრაზმს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები და პოლიცია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები