რუსეთში ამტკიცებენ, რომ ევროპის რეგულატორში “სპუტნიკ V”-ის დარეგისტრირებაზე განაცხადი ჯერ კიდევ 29 იანვარს გააკეთეს

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდში განაცხადეს, რომ “სპუტნიკV”-ის დარეგისტრირებაზე განაცხადი ევროკავშირში ჯერ კიდევ 29 იანვარს შეიტანეს. მათივე მტკიცებით, განაცხადი იქნა მიღებული და მისი ნებართვა დამოკიდებულია ევროპის რეგულატორზე.

ფონდში ამტკიცებენ, რომ ევროპის წამლების სააგენტოში რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით სამეცნიერო კონსულტაციის გამართვის განაცხადი 2020 წლის 22 ოქტომბერს შეიტანეს და ასეთი მსჯელობა 19 იანვარს გაიმართა.

“შესაბამისად, უკვე 29 იანვარს განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში რეგისტრაციის მიღებასთან დაკავშირებით. გვაქვს წამლების სააგენტოს ოფიციალური დასტური იმისა, რომ განაცხადი მიღებულია”, – ამბობენ ფონდში.

აღსანიშნავია, რომ წამლების სააგენტოში სხვა რამეს ამბობენ.

კერძოდ, როგორც რუსულ მედიას განუცხადეს, Спутник V-ის შემქმნელების კონსულტირება მხოლოდ ახლა დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამალეის ცენტრს ევროკავშირის სივრცეში საკუთარი ვაქცინის გამოყენებაზე განაცხადის შეტანა შეუძლია, რაც ამ დრომდე არ გაკეთებულა.

როგორც სააგენტოში განმარტეს, “სპუტნიკV”-ის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის ვადების დასახელება მხოლოდ განაცხადის მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები