რუსული ვაქცინა შესაძლოა, COVAX-ის პლატფორმას დაემატოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ Спутник V იმ ვაქცინების რიცხვში შევა, რომელიც COVAX-ის პლატფორმის ფარგლებში ვრცელდება.

ამის შესახებ რუსულ მედიას ორგანიზაციის პრესსამსახურში განუცხადეს.

“ვიმედოვნებთ, რომ გამალეის სახელობის ცენტრში შექმნილი ვაქცინა COVAX-ს შეუერთდება იმ პირობით, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საგანგებო ვითარებებში გამოყენებად რიცხვში იქნება შეყვანილი”, – განმარტეს პრესსამსახურში.

გუშინ ჯანმო-ში რუსულ ვაქცინაციასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა, შემდეგი განხილვა 15 თებერვალს შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები