დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რამაზ ბეღელურს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რამაზ ბეღელურს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებული 35 წლის მამაკაცის ოჯახს ცხინვალიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. ოჯახის ინფორმაციით, მას ინსულტი 2 -ჯერ აქვს გადატანილი.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი 2 თებერვალს დააკავეს. რამაზ ბეღელური სოფლის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ აიყვანეს.