ნიდერლანდებში ვაქცინაციის შემდეგ 15 ადამიანი გარდაიცვალა

ნიდერლანდებში ვაქცინაციის შემდეგ 15 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ორი იყო 70 წელს გადაცილებული, დანარჩენები – 85 წლის და ზემოთ.

ამის შესახებ NL Times-ი ადგილობრივი ფარმაცევტული რისკების შემსწავლელი ცენტრის – Lareb-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

აღინიშნება, რომ ყველა გარდაცვლილს ვაქცინაციამდე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

გარდა ამისა, ქვეყანაში 25-მდე პირს ვაქცინაზე ალერგიული რეაქცია განუვითარდა, მათგან რვას ანაფილაქსიური შოკი აღენიშნა. ზოგიერთ შემთხვევაში ალერგიული რეაქცია აცრიდან რამდენიმე საათში განვითარდა.

ნიდერლანდებში Pfizer-ის პრეპარატით ვაქცინაცია 6 იანვარს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები