ისრაელში აცხადებენ, რომ, მასობრივი ვაქცინაციის შემთხვევაშიც კი, ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება შეუძლებელია

ისრაელის მთავრობაში ქვეყანაში ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება შეუძლებლად მიაჩნიათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის საზოგადოებრივი სამსახურის უფროსმა – შარონ ალროი-პრეისმა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“სანამ ჩვენ გვყავს 2,5 მილიონი ბავშვი, რომელთა ვაქცინირება არ შეიძლება, მაღალი ალბათობით, ჯოგურ იმუნიტეტს ვერ მივაღწევთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთლიანად მოსახლეობა აიცრება”, – თქვა მან.

ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაცია 2020 წლის 20 დეკემბერს დაიწყო.

ამჟამად, მთლიანად აცრილია მოსახლეობის მეხუთედი, ასევე, მოსახლეობის მესამედს Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა აქვს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები