ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მუნიციპალიტეტში სამგზავრო შეღავათიანი ტარიფით 8 000 ბენეფიციარის ნაცვლად 60 000-მდე ადამიანი ისარგებლებს

„სატრანსპორტო რეფორმაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის სამგზავრო შეღავათებია, რომელიც დღეს რუსთავის საკრებულომ მიიღო. რუსთავის მუნიციპალიტეტში სამგზავრო შეღავათიანი ტარიფით 8 000 ბენეფიციარის ნაცვლად 60 000-მდე ადამიანი ისარგებლებს“, – ამის შესახებ №12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დეპუტატი, ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ლაცაბიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უფასო მგზავრობით ისარგებლებენ ვეტერანები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ( I ჯგუფი; უსინათლო; სმენადაქვეითებული). სოციალურად დაუცველები, რომელთაც 150 000 ქულამდე აქვთ 10 თეთრად იმგზავრებენ. ასევე, 10 თეთრად მოემსახურებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სკოლის მოსწავლეებს. პენსიონრები, სტუდენტები, სკოლისა და  ააიპ-ების თანამშრომლები 20-თეთრიანი ტარიფით ისარგებლებენ.

მგზავრობის სტანდარტული ტარიფი კი 50 თეთრით განისაზღვრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები