ზელენსკი – რუსული ვაქცინის გამოყენებაზე: უკრაინელები საცდელი ბაჭიები არ არიან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები საცდელი ბაჭიები არ არიან, რათა მოხდეს მათი ვაქცინაცია რუსული ვაქცინით.

მისი თქმით, ჯერჯერობით, არ არსებობს ოფიციალური დასტური იმის, რომ რუსული ვაქცინა კორონავირუსთან ბრძოლაში ეფექტურია.

“არ არსებობს არავითარი ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “სპუტნიკV” იძლევა 90-91%-იან ეფექტს. არც ჯანმო-სგან და არც წამყვანი ექსპერტებისგან ასეთი დასტური არ არის. ვფიქრობ, უკრაინის მოქალაქეები  არიან ადამიანები და მაპატიეთ შედარებისთვის, ნამდვილად არ არიან ბაჭიები. და მათზე ცდების ჩატარების უფლება არ გვაქვს”, – თქვა ზელენსკიმ კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ ფორუმზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები