ლევან იოსელიანი: ახალი შეთანხმება გულისხმობს, რომ თამარ ჟვანია თვითმმართველობის არჩევნებისას ცესკო-ს თავმჯდომარე აღარ იქნება
“შეხვედრის მონაწილეებს ჩვენი გეგმა გავაცანით, როგორ ვაპირებთ მემორანდუმით გათვალისწინებული პუნქტების კანონმდებლობაში ასახვას. დღეს იყო გაცნობითი შეხვედრა. კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიღებულა”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ცვლილებები გულისხმობს, რომ ცესკო განსხვავებული წესით დაკომპლექტდება.
„ეს რეფორმა გულისხმობს, რომ სხვა წესით უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა და მგონი, ყველა ვხვდებით, რომ თავმჯდომარე თამარ ჟვანია ვეღარ იქნება. დამერწმუნეთ, რომ ეს ასე იქნება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია, რაც ჩვენ დავდეთ. ახალი შეთანხმება გულისხმობს, რომ თამარ ჟვანია თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების დროს ცესკო-ს თავმჯდომარე აღარ იქნება, რადგან ცესკო-ს დაკომპლექტების განსხვავებული წესი შემოდის. ამ წესის მიხედვით, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ის თანამდებობაზე აირჩიონ. თუ მემორანდუმი არ შესრულდება, პარლამენტში ყოფნას აზრი არ აქვს“, – განაცხადა იოსელიანმა.