სერბეთის პრეზიდენტის ლიკვიდაცია იგეგმებოდა

სერბეთის პრეზიდენტზე, ალექსანდრე ვუჩიჩზე თავდასხმა იგეგმებოდა, – ამის შესახებ ქვეყნის კრიმინალური პოლიციის უფროსმა, ბოგდან პუშიჩმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მკვლელობა 27 იანვარს იმ დროს უნდა მომხდარიყო, როდესაც ვუჩიჩი ბელგრადში ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. პუშიჩმა თქვა, რომ ამ დღეს პრეზიდენტის დასაცავად სპეცრაზმის 850 წევრი იყო გაგზავნილი.

ამის შედეგ ქალაქში 17 პირი დააკავეს, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან იყვნენ კავშირში. სერბეთის დაზვერვის ინფორმაციით, ისინი თავს ფეხბურთის ქომაგებად ასაღებდნენ, ამიტომ, ძალოვანებმა ჩხრეკა ორ ადგილობრივ სტადიონზეც ჩაატარეს.

აღნიშნული პირების საცხოვრებელ სახლებში ნაპოვნია იარაღი.

დაჯგუფების წევრები ეჭვმიტანილნი არიან მკვლელობებში, გატაცებებში, ადამიანების ვაჭრობაში, გამოძალვებსა და აკრძალული ნივთიერებების გავრცელებაში.

ვუჩიჩზე თავდასხმა შესაძლოა, იყოს დაკავშირებული გასული წლის შემოდგომას ორგანიზებულ დანაშაულთან გამოცხადებულ ომთან. ამის შემდეგ ბელგრადში რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობა მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები