გერმანიაში მედიკოსები 1500 ევროს ოდენობის ხელფასის დანამატს მიიღებენ

გერმანიაში ექიმები ბონუსების სახით 1500 ევროს მიიღებენ.

ამ მიზნით ქვეყნის მთავრობა 450 მილიონ ევროს გამოყოფს.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის შესაბამის განკარგულებაშია ნათქვამი, პანდემიის მეორე ტალღამ სამედიცინო დაწესებულებების გადავსება გამოიწვია, ვიდრე – პირველმა.

პრემიებს ქვეყნის 1038 საავადმყოფოს პერსონალი მიიღებს, რომელთა გაცემა ივნისის ბოლომდე დასრულდება.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 4535 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს კიდევ 158 ადამიანი შეეწირა. ჯამურად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან ინფიცირების 2 288 545 და გარდაცვალების 61 675 შემთხვევაა დაფიქსირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები