ევროპარლამენტში, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ჟოზეფ ბორელის გადადგომას მოითხოვენ

ევროპარლამენტის ესტონელი დეპუტატი, რუხო ტერასი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილს გადასცემს, რომ მოხდეს თანამდებობიდან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის თანამდებობიდან გადაყენება.

ამის შესახებ გაზეთი Postimees წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უქმეებზე ტერასმა ევროპარლამენტარების ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მისი თქმით, მას უკვე 20 მომხრე ჰყავს.

“იმედს ვიტოვებ, რომ წერილს შეურთდება ის, ვისაც სინდისი აქვს და ვისაც ესმის, რომ მოსკოვში ჟოზეფ ბორელის ვიზიტი იყო ძალიან დიდი შეცდომა და ევროპული დიპლომატიის სრული ჩავარდნა”, – თქვა მან.

რუხო ტორასი ამბობს, რომ მოსკოვში ბორელიმ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ალექსეი ნავალნის დაპატიმრებისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაწესებას არ ითხოვდნენ და ამით რუსეთს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი ვიზიტი პროპაგანდისთვის გამოეყენებინა.

როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევა-მარია ლიიმეტსმა Postimees განუცხადა, ბორელის ვიზიტისთვის დროს ცუდად იყო შერჩეული.

“ამ ვიზიტამდე ვამბობდი, რომ ვიზიტის განხორციელებამდე ერთ-ერთი წინაპირობა უნდა ყოფილიყო ნავალნისთან შეხვედრის შესაძლებლობა”, – თქვა დიპლომატმა.

ჟოზეფ ბორელი მოსკოვში ვიზიტით 4-6 თებერვალს იმყოფებოდა, რომლის დროს ის შეხვდა რუსეთის პირველ დიპლომატ სერგეი ლავროვს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებათან.

ბორელიმ უკვე ბრიუსელში თქვა, რომ ვიზიტი წარუმატებელი იყო და რომ რუსეთი და ევროპა ერთმანეთს სულ უფრო შორდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები