Pfizer-ი ვაქცინის წარმოების ვადას 110-დღიდან 60 დღემდე შეამცირებს

კომპანია Pfizer-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოების ვადის ორჯერ შემცირებას გეგმავს.

როგორც Pfizer-ში აცხადებენ, ამჟამად, პრეპარატის ერთი პარტიის დამზადებას 110 დღე სჭირდება, თუმცა, კომპანიაში მუშაობენ იმაზე, რომ პროცესს მხოლოდ 60 დღე დასჭირდეს.

როგორც კომპანიაში  აღნიშნავენ,  გამომდინარე იქედან, რომ აშშ ვაქცინაციის პროცესს აჩქარებს, პრეპარატის წარმოების დაჩქარებაც ამას ხელს შეუწყობს. თუმცა, ასევე აღინიშნება, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში Pfizer-მა წარმოების მოცულობა ორჯერ გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კომპანია Pfizer-მა, ჯანმო-ს ინიციატივის ფარგლებში, კონტრაქტის თანახმად, ღარიბ ქვეყნებს წელს ვაქცინის 40 მილიონი დოზა უნდა მიაწოდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები