აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანში, ჰაჯიყაბულის რაიონში 3 კილომეტრის სიღრმეში 4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახური ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 08:10 საათზე სადგურ ალი-ბაირამლიდან 32 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.

მოგვიანებით, კიდევ ერთი მიწისძვრა ჰობუსთანის სადგურთან მოხდა.

აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა 01:23 საათზე საქართველოშიც, დმანისთან, სოფელ ირგანჩაისთან დაფიქსირდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 3.2 მაგნიტუდის იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები