პორტუგალიაში კოვიდაფეთქებაა – ვირუსის მართვაში სხვა ქვეყნის მედიკოსების ჩართვა გახდა საჭირო

უცხოური მედია წერს, რომ პორტუგალიაში კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება და მიმდინარე კვირას ქვეყანამ მიიღო გერმანელი მედიკოსების ჯგუფი, რომლებიც ვირუსთან გამკლავებაში დაეხმარებიან. პორტუგალიელი მედიკოსები ფიქრობენ, რომ საზოგადოების ქცევა პანდემიის პირობებში შეიცვალა და პირველი ტალღისგან განსხვავებით, ისინი მოდუნდნენ და ინფიცირების ნაკლებად ეშინიათ.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და ბოლო შვიდ დღეში გარდაცვალების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, პორტუგალია მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, კოვიდ პაციენტების რაოდენობა შემაშფოთებლად მაღალია და გერმანიის გარდა, ქვეყანას ავსტრიელმა კოლეგებმაც შესთავაზეს დახმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები