აშშ-ში პანდემიას თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უცხოური მედია წერს, რომ აშშ-ში, ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 6 თებერვალს დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. ერთი წლის მანძილზე, ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა კორონავირუსის ლაბორატორიულად დამტკიცებული 26 მილიონ 800 ათასზე მეტი შემთხვევა და პანდემიამ თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ქვეყანამ ვირუსის გავრცელების პიკი გადალახა, ყოველდღიური მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზეა.

ასევე, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ში მაღალია კოვიდის ე.წ. ახალი შტამების გავრცელება, რომლის შეჩერების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები