გერმანიის დასავლეთ რაიონებში წყალდიდობაა – შესაძლოა ვითარება დამძიმდეს (ფოტოკოლაჟი)

გერმანიის დასავლეთ რაიონებში მდინარეების ადიდების შედეგად წყალდიდობა მოხდა. წყალქვეშ მოქცეულია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ავტომობილები, ქუჩაში გადაადგილება შეუძლებელია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები ქუჩაში დროებით ჯებირებს აწყობენ. პროგნოზების თანახმად, ვითარება შესაძლოა დამძიმდეს. წყალდიდობა ხანგრძლივმა წვიმამ და თოვლის დნობამ გამოიწვია.

ძლიერი წყალდიდობა შეინიშნება თიურინგში, წყლის დონე მომატებულია რეგიონის ოთხ მდინარეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები