აშშ-ში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, იუტას შტატ ქალაქ სოლთ-ლეი-სითისთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად ოთხი მოთხილამურე დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი “ABC” იუწყება.

მედიის ცნობით, კიდევ ოთხმა ადამიანმა გადარჩენა საკუთარი ძალებით მოახერხა. მოთხილამურეებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსახლეობა ზვავსაშიშროების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაფრთხილებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები