NYT: ამერიკული ვაქცინების წინააღმდეგ ინფორმაციული ომი მიმდინარეობს
ლათინო ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი მედიასაშუალებები ამერიკული COVID-ვაქცინების – “Moderna”-ს და “Pfizer”-ის წინააღმდეგ ინფორმაციულ კამპანიას აწარმოებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “The New York Times”-ი ავრცელებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ გამომცემლობა “Russia Today”-სა და “Sputnik”-ის ესპანურენოვანი გვერდები სოციალურ ქსელებში, როგორიცაა “Twitter” და “Facebook”, განთავსებულია ასობით ბმული ლეტალური შედეგების შესახებ “Moderna”-ს და “Pfizer”-ის COVID-ვაქცინების გამოყენებისას.
ამავე დროს, აღნიშნულ გვერდებზე, მედია დადებით ინფორმაციას ავრცელებს რუსული წარმოების ვაქცინაზე. “The New York Times”-ის ინფორმაციით, ამერიკული პრეპარატების დისკრიმინაციის კამპანია მიზანმიმართულია ლათინო ამერიკის ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა მექსიკა და არგენტინა.