აშშ-ში მოქალაქეები პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 1 500 დოლარით დაჯარიმდებიან

აშშ-ში გამკაცრდა რეგულაცია პირბადის ტარების შესახებ. ის, ვინც დაარღვევს პირბადის ტარების წესს ტრანსპორტში, თავდაპირველად დაჯარიმდება 250 დოლარით, ხოლო განმეორებით ჯერზე შესაძლოა ჯარიმა 1 500 დოლარამდე გაიზარდოს. ამასთან, სანქციების დამატებით განსაზღვრის საშუალება აქვთ მაგალითად, ავიაკომპანიებს, რომელთაც ეძლევათ უფლება, არ დაუშვან ბორტზე მგზავრი, რომელიც არ ატარებს პირბადეს.

აშშ-ში კორონავირუსის 128 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 522 ადამიანი გარდაიცვალა.

რუმინეთის ხელისუფლებას სურს დროებით ის კომპანიები დროებით დახუროს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად დაწესებულ შეზღუდვებს არ იცავენ. დაწესებული შეზღუდვის შესაბამისად, კომპანიების მფლობელებს საქმიანობის უფლება 2 კვირის ვადით შეუჩერდებათ.

გასულ კვირას, გაიმართა ონლაინ შეხვედრა ევროკავშირის ლიდერებს შორის და მათი მსჯელობის ძირითადი თემა იყო ვაქცინაციის პროგრამა და მისი შეფერხებები. როგორც უკვე ცნობილია, ევროკავშირმა გადაიხადა მილიონობით ევრო, მოქალაქეებისთვის ვაქცინის დოზების უზრუნველსაყოფად. თუმცა, ვაქცინის პროგრამები შეფერხებებით მიმდინარეობს და ევროკავშირი დიდი გამოწვევის წინაშეა. Reuters-ი, რამდენიმე სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ექსკლუზიურ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ლიდერებმა ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში იცოდნენ, რომ მოსალოდნელი იყო ვაქცინის მოწოდებაში სერიოზული შეფერხებები, რამაც ისინი ვაქცინაციის პროგრამით გამოწვეული კმაყოფილებიდან იმედგაცრუებასა და პანიკაში ჩააგდო. ამასთან, როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირი არ აღრიცხავდა ვაქცინის იმ დოზებს, რომლებიც მომწოდებლებს სხვა ქვეყნებში გაჰქონდათ. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ამის შესახებ მხოლოდ მაშინ დაიწყეს ფიქრი, როდესაც საკუთარ ქვეყნებში ვაქცინის მიწოდებაზე შეექმნათ პრობლემები. თუმცა, უკვე გვიანი იყო და იმ დროისათვის უკვე არ არსებობდა ლეგალური გზები მომწოდებლებთან სადავოდ.

ცნობისათვის, კორონავირუსის პანდემიამ ევროპის 700 ათასი მოქალაქე იმსხვერპლა და ბევრ ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია, ჯერ კიდევ მძიმეა. ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიების, Pfizer-სა და AstraZeneca-ს წარმომადგენლებმა 2020 წლის ბოლოს განაცხადეს წარმოებაში არსებული პრობელემების შესახებ

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ვაქცინაციის პროგრამის შეფერხებები და სხვა გამოწვევები, საწყის ეტაპზე, ვერ იქნა სათანადოდ შეფასებული. „ჩვენ უფრო მეტად ვიყავით ფოკუსირებული ვაქცინის შემუშავების პროცესზე. ამის პარალელურად კი მეტი ყურადღება უკვე დაგვეთმო იმისთვის, თუ როგორ მოხდება ვაქცინის მასობრივი განაწილება“, განაცხადა მან გერმანულ გამოცემასთან საუბრისას. ვაქცინაციის პროგრამების არაეფექტური მიმდინარეობა, უკვე რამდენიმე კვირაა კრიტიკის საგანია ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში. ეს მაშინ, როდესაც, მაგალითად, ისრაელსა და დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის პროცესი გაცილებით სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც დღეს დგას ევროკავშირი, არის ვაქცინის დოზების სიმცირე, რაშიც ჯანდაცვის არაერთი ექსპერტი, ბრალს სდებს გაერთიანების შესყიდვის პროგრამას.

ბელგიის კინო-თეატრების ფედერაციამ (FCB) მიმართა ქვეყნის მთავრობას დახმარების გაზრდის მოთხოვნით და დასძინა, რომ არსებობს დაახლოვებით 1 250 სმაუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხე. ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერს სფეროს 113 წარმომადგენელი, წერია, რომ 2020 წელი იყო კატასტროფული კინო-თეატრებისთვის, და ფინანსური დანაკარგი შეადგენს მინიმუმ 210 მლნ ევროს. „ეკონომოკური შედეგები კატასტროფულია. კითხვის ნიშნის ქვეშაა არაერთი სამუშაო ადგილის შენარჩუნების საკითხი და სრულიად სექტორი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში“, აცხადებს ბელგიის კინო-თეატრების ფედერაციის მდივანი.

5 თებერვლის მონაცემებით, ესპანეთში 14 დღეში 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირების 751 შემთხვევა დაფიქსირდა

5 თებერვალს, იტალიაში COVID-19-ით ინფიცირების 14 218 და გარდაცვალების 377 ფაქტი დაფიქსირდა;

8 თებერვლიდან ავსტრიაში „ლოქდაუნის“ შემსუბუქება იგეგმება.

5 თებერვალს, ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 032 და გარდაცვალების 65 ფაქტი დაფიქსირდა;ჩეხეთში რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ამ ეტაპზე, ჩეხეთი 100 000 ადამიანზე ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ევროპაში პირველ, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობით – მეხუთე ადგილზეა; ამჟამად, ჩეხეთში ე.წ. ბრიტანული შტამის 35 შემთხვევა ფიქსირდება, რის საფუძველზეც ჩეხეთის მთავრობა. ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ვარაუდობს;

ბოლო 24 საათში, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 16 688 და გარდაცვალების 527 ფაქტი გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები