მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 106 მილიონს მიუახლოვდა
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის უკვე 105 969 514 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ მონაცემებს Worldometer-ი ავრცელებს.
მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის შედეგად 2 310 361 ადამიანი დაიღუპა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 77 615 008 შეადგინა.
ვირუსის ფართო გავრცელების მიხედვით, პირველ სამეულს კვლავ აშშ, ინდოეთი და ბრაზილია იკავებენ.
დღეის მდგომარეობით, უკანასკნელი 24 საათის მანძილზე კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა რუსეთში ფიქსირდება, სადაც დაინფიცირებულია 16 627 ადამიანი.