აშშ-ში პირბადის ტარების შესახებ ჯარიმები მკაცრდება
უცხოური მედია წერს, რომ აშშ-ში პირბადის ტარების შესახებ რეგულაცია გამკაცრდა. ის, ვინც დაარღვევს პირბადის ტარების წესს ტრანსპორტში, თავდაპირველად დაჯარიმდება 250 დოლარით, ხოლო განმეორებით ჯერზე შესაძლოა ჯარიმა 1 500 დოლარამდე გაიზარდოს.
ამასთან, სანქციების დამატებით განსაზღვრის საშუალება აქვთ მაგალითად, ავიაკომპანიებს, რომელთაც ეძლევათ უფლება, არ დაუშვან ბორტზე მგზავრი, რომელიც არ ატარებს პირბადეს.
აშშ-ში კორონავირუსის 128 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 522 ადამიანი გარდაიცვალა.