ქალაქ ბორდოში ძლიერი აფეთქება მოხდა – არიან დაშავებულები

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ხოლო ორი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი BFMTV იუწყება.

BFMTV -ის ცნობით, აფეთქების ხმა მთელს რაიონში ისმოდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულნი. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება. პოლიციის ცნობით, არსებობს შენობის ჩამონგრევის საშიშროებაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები