ამერიკელ მეცნიერს ანტარქტიდაზე დაკარგული საფულე ნახევარი საუკუნის შემდეგ დაუბრუნეს
ამერიკელმა მეცნიერმა, პოლ გრიშემმა 53 წლის შემდეგ საკუთარი საფულე უკან მიიღო, რომელიც მან ანტარქტიდაზე სამეცნიერო სადგურზე დაკარგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა San Diego Union-Tribune ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცი ახლა 91 წლისაა და კალიფორნიის შტატში, ქალა სან-კარლოსში ცხოვრობს.
გრიშემი 1967 წელს კუნძულ როსაზე სამუშაოდ სინოპტიკოსის სტატუსით წავიდა. სახლში ის საფულის გარეშე დაბრუნდა. დაკარგული ნივთი სადგურის შენობის დანგრევისას კარადის უკან იპოვეს. შიგნით პირადობის დამადასტურებელი საბუთი, გრიშემის მართვის მოწმობა, საგადასახადო დეკლარაცია, ყავის ლიქიორის მომზადების რეცეპტი, ქვითარი და განკარგულება იდო თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ატომური, ბიოლოგიური ან ქიმიური შეტევის დროს.
გრიშემს საფულე მოყვარულმა მკვლევარებმა დაუბრუნეს. მას არც კი ახსოვდა როგორ დაკარგა იგი, მაგრამ მადლიერია, რომ ის დაუბრუნდა.