მაია ფანჯიკიძე: ევროპის მიერ დაწყებულ დისკუსიაში საქართველოც უნდა ჩაერთოს

  „ეს იყო შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე, ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებაზე და საჭიროა მთელი მსოფლიოს სოლიდარობა. რისი გამოხატულებაც იყო ეს მარში”, – აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ, „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მან ასევე ისაუბრა ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ.
„ადამიანის უფლებების დაცვა ყველა ცივილიზებული ქვეყნის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანია უსაფრთხოებაც. ეს სწორედ ის დისკუსიაა, რომელიც ევროპის ქვეყნებში დიწყო, რომელიც მომდევნო თვეებში გაგრძელდება და ვფიქრობ, რომ საქართველო ამ დისკუსიაში უნდა ჩაერთოს “, – მიიჩნევს ფანჯიკიძე.
მისივე განმარტებით, ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ მეტი კოორდინაცია ჰქონდეთ.
„ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, უფრო მეტი კოორდინაცია ჰქონდეთ, გაცვალონ უფრო მეტი ინფორმაცია, განსაკუთრებით, სპეცსამსახურებს შორის, რადგან ეს არ არის მხოლოდ საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი. ეს არის, ზოგადად, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართული აქტი”, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, უსაფრთხოების ზომებსა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის სწორი ბალანსის მოძებნა ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება, რომლის წინაშეც საქართველო მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად დგას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები