მედია: სომხეთში მომხდარ მიწისძვრას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია

სომხეთში მომხდარ მიწისძვრას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში, ერევნიდან 91 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ჩამბარაკთან ახლოს, 5.1 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიური უბედურება დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე ადგილობრივი დროით 19:36-ზე დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები