ხვალ თბილისს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

  თბილისს ხვალ ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.
გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. ასევე დაგეგმილია ქართულ-ესტონურ ბიზნესფორუმზე დასწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები