ჟოზეფ ბორელი: ბრიუსელი და მოსკოვი ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვამენ, მაგრამ დუმილის კედლის აშენება გამოსავალი არ არის

მოსკოვში ვიზიტად მყოფმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც ბორელმა თქვა, “უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში რუსეთთან ურთიერთობაში შეინიშნება მნიშვნელოვანი უთანხმოებები, ორმხრივი უნდობლობა არსებობს. ამჟამად, ბრიუსელი და მოსკოვი ერთმანეთს უფრო როგორც კონკურენტები, როგორც მეტოქეები აღიქვამენ, ვიდრე პარტნიორები”.

ასევე, ევროპელმა დიპლომატმა ალექსეი ნავალნის ირგვლივ ვითარებაზე საუბრისას თქვა, რომ ჯერჯერობით არცერთ წევრ ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების, შესაძლო დაწესებაზე წინადადება არ წარუდგენია. თუმცა, მისი თქმით, საკითხზე მსჯელობა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, ასევე, სამიტის დროს, მარტში გაგრძელდება.

“მოსკოვში ჩემი ვიზიტი ამ განხილვის მომზადების ნაწილს წარმოადგენს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, გავერკვეთ, რა უნდა ვუყოთ ასეთ ურთიერთობას”, – თქვა ბორელმა.

ასევე, მან აღნიშნა, რომ არსებობს ორმხრივი დაძაბულობა – “მათ შორის, ნავალნის საქმით გამოწვეული”, მაგრამ ქვეყნებს შორის “დუმილის კედლის აშენება  გამოსავალი არ არის”.

დიპლომატმა ასევე რუსულ ვაქცინას შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ “სპუტნიკV” ევროკავშირში იქნება სერტიფიცირებული.

მოსკოვში ჟოზეფ ბორელის ვიზიტი 6 თებერვლამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები