ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ეხო -კავკაზა“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლითა (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).
„ეხო კავკაზას“ კორესპონდენტის ცნობით, ბრალდების მხარე 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. ზაზა გახელაძე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრებია.