დიდ ბრიტანეთში აქტიურად განიხილება სასტუმროების საკარანტინო ზონებად გამოყენების საკითხი – ქვეყანა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმაზეც მუშაობს

დიდ ბრიტანეთში, კოვოდის ახალი შტამების გავრცელების პირობებში, აქტუალურია სასტუმროების საკარანტინე ზონებად გამოყენების საკითხი, რის შესახებაც ქვეყნის მთავრობა რამდენიმე დღეა, მსჯელობს.

დიდ ბრიტანეთის მთავრობა, სავარაუდოდ, 22 თებერვალს წარადგენს ლოქდაუნის მოხსნის გეგმას. წინასწარ ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი იქნება ეტაპობრივი. ამასთან, ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 8 მარტიდან დაიწყება სკოლებში მოსწავლეების დაბრუნების პროცესი, რაც მთავრობისთვის პრიორიტეტულია. მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 110 ათასს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 20 634 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 915 ადამიანი გარდაიცვალა, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები