გასულ თვეში აშშ-ში მოქალაქეებმა პანდემიის გამო დაწესებული დახმარება ვერ მიიღეს

უცხოური მედია წერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქალაქეებმა, პანდემიის პირობებში, დაკარგეს მილიარდობით დოლარის დახმარება იმის გამო, რომ დეკემბრის ბოლოს ვერ შედგა შეთანხმება დახმარების პაკეტის შესახებ დონალდ ტრამპსა და კონგრესს შორის.

ასევე, არსებობს ალბათობა იმისა, რომ მომდევნო თვეს დახმარებას ისევ ვერ მიიღებს მილიონობით ამერიკელი, თუ შესაბამისი ორგანოები ვერ შეთანხმდებიან და არ დააჩქარებენ გადაწყვეტილების მიღებას. ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის ამჟამინდელი მიზანია, რომ დოკუმენტს ხელი 14 მარტამდე მოეწეროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები